გმირთა მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება

პუბლიკა

გმირთა მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ამ ეტაპზე გრძელდება.

ხალხის ძირითადი რაოდენობა გმირთა მოედანზეა შეკრებილი. დემონსტრანტებს შეკრული აქვთ წრე. ახალგაზრდები ცეკვავენ და მღერიან.

მომიტინგეების ნაწილს გადაკეტილი აქვს მარცხენა სანაპირო, თამარ მეფის გამზირი, ნაწილი კი საბურთალოს მხარეს მსვლელობით გადაადგილდა.

აქციის მონაწილეების ნაწილი მივიდა თბილისის მერიასთან, სადაც კალაძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი დაგმეს.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი, რომელიც უსამართლოდ დააკავეს.

ისინი მოითხოვენ რუსული კანონის გაწვევას, ასევე მოითხოვენ გამოიძიონ და და დაისაჯონ აქციის მონაწილეებზე მოძალადეები.

არსებული ინფორმაციით, ცნობილია ორი დაკავებულის ვინაობა – მიხო კალანდარიშვილი და სანდრო ქერაული. უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა, შსს ინფორმაციას არ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ შსს-მ გმირთა მოედნის გასათავისუფლებლად მათ კონკრეტული დრო მისცა, თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ს პრესსამსახურმა „პუბლიკასთან“ უარყო.