გორში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა | დაღუპულია 1 ადამიანი

პუბლიკა

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაღუპულია 70 წლამდე ქალი.

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლამდე ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პაციენტს ტრავმა თავის არეში აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის  მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.