გორში ორ არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა

პუბლიკა

გორში ორ არასრუწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.

ეს შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

რადიოს ცნობით ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მეორე კი მსუბუქად დაშავდა.  ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.