გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია

პუბლიკა

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია – ინფორმაცია „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. ამ დროისთვის უცნობია, ბაზრობის რა ნაწილი დაიწვა და რამდენია ზარალის ოდენობა.