გრიბოედოვის სახელობის თეატრი რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

პუბლიკა

რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 ქვეყნის რუსული თეატრები 2023 წელს რუსეთის ფედერაციისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

თეატრების ჩამონათვალში თბილისში არსებული ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრიცაა.

ამის შესახებ TASS-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილის ალა მანილოვამ ისაუბრა.

მანილოვამ აღნიშნა, რომ უცხოეთში მდებარე რუსული თეატრების ფინანსური მხარდაჭერა ორი მიმართულებით ხორციელდება: უახლესი თეატრალური სასცენო აღჭურვილობის შეძენა და საპრემიერო სპექტაკლების მხარდაჭერა.

„5 მილიონი რუბლი – აღჭურვილობისთვის, 5 მილიონი რუბლი – პროდუქციისთვის,”- თქვა მან.