გრიგორიადისისთვის თმის გადაპარვის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული 21 ლაზარე გრიგორიადისის საპატიმრო დაწესებულებაში თმის გადაპარსვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ ლაზარე გრიგორიადისის ერთ-ერთმა ადვოკატმა, თათია მანიჟაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შელახვით.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა მისი თმის გადაპარსვის შესახებ ინფორმაცია 3 აპრილს გაავრცელეს, მას მერე რაც ის საპატიმრო დაწესებულებაში  მოინახულეს.

დღეს ასევე ცნობილ გახდა, რომ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნაზე განცხადება სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.


მარტის აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს ღამით დააკავა. 31 მარტს მას არკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 1 მაისს იწყება.