გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე 8 ადამიანი იყო - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდნილ ვერტმფრენში 8 ადამიანი იყო. ჯერჯერობით უწყება მათ მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ავრცელებს.  ჩამოვარდნილი პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრისა და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებები ამჟამად მიმდინარეობს. დაწყებულია გამოძიებაც.

„დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს“, – აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს