გუდაურში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე დააკავეს ერთი პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუდაურში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსილია – განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გვარცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile