გულში ყველას მოსწონს ის, რაც ბოლო 4 წელში გაკეთდა - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. მერმა კახა კალაძემ თავისი გუნდის წევრებს მოუწოდა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქს ენთუზიაზმითა და შემართებით უნდა ემსახურონ, დაამტკიცონ, რომ ისინი არიან გუნდი, ვისაც ძალუძს პრობლემის რეალურად მოგვარება.

„ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ ეს 4 წელი სწორად გამოვიყენოთ ქალაქის მართვისთვის, და ძალიან მაგარი პროექტები განვახორციელოთ. ისეთი რომ, ამ ქალაქში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა იამაყოს.

იმათმაც, ვისაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, შეიძლება ღიად არ დააფიქსირონ თავიანთი შეხედულება, მაგრამ გულში ყველას მოსწონს ის, რაც გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში.

იმიტომ, რომ ისინიც სარგებლობენ ამ ინფრასტრუქტურით, ისინიც გადადგილდებიან ახალი საზოგადოებრივი ტრასნსპორტით, მათი შვილებიც იყენებენ საბავშვო ინფრასტრუქტურას, რომელიც ჩვენ შევქმენით. ისინიც სარგებლობენ მწვანე სივრცეებით, განახლებული პარკებით, მოწესრიგებული სკვერებით და ინფრასტრუქტურით”, – განაცხადა კალაძემ.