პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რატომ აღარ დაიკავებს მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში.
„ბატონი ირაკლი და მე 15 წელია, უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვმუშაობდით ფონდ „ქართუში“. ასევე მაშინ, როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური, მაშინ ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მეთაური და გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ის 9-წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო, დატვირთული, დავასრულო ამით და მივცე საშუალება ჩემს გუნდს.
ბატონი ირაკლი, როგორც ითქვა, არის ჩემი პირველი მოადგილე 3 წლის განმავლობაში. მასთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ, წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია რომ ირაკლი და ჩემი არსებული მოადგილეები, გუნდი, რომელიც სამინისტროში ერთად შევქმენით, გააგრძელებენ იმ საქმეებს, რომლებიც ერთად წამოვიწყეთ.
ჩემთვის მისასალმებელია, ძალიან საინტერესო, რომ მე უკვე დავუბრუნდე ოჯახს, დავუბრუნდე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.