მინისტრთა კაბინეტში 2 ახალი მინისტრი იქნება - ღარიბაშვილი

პუბლიკა

მმართველი გუნდის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

„დღეს პოლიტსაბჭოს წარვუდგინე მთავრობის განახლებული შემადგენლობა. ჩემი გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი კანდიდატი გვეყოლება. დანარჩენი წევრები კი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩებიან.

თავდაცვის მინისტრის პოსტს მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.

ამავდროულად ინფრასტრუქტურის  მინისტრის მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.