გუმათჰესთან გუშინ დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს, სასამართლო 4 ივნისს ჩაინიშნა

პუბლიკა

გუმათჰესთან წუხელ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს. საქმის განხილვა სასამართლოში 4 ივნისს გაგრძელდება.

სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 8 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გუმათჰესთან „რიონის ხეობის მცველები” და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ და უკვე რამდენიმე დღეა, პროტესტს რკინის ჯებირებზე ბრახუნით გამოხატავენ. გუშინ აღნიშნული პირებიც ამ პროცესის დროს დააკავეს.