გუმათში შექმნილია ხელოვნური საოკუპაციო ხაზი - ანა დოლიძე

პუბლიკა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე გუმათჰესთან მივიდა, სადაც პოლიციელებს ბარიკადები აქვთ აღმართული და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს გადაადგილებას უზღუდავენ. ანა დოლიძის განცხადებით, ადგილზე შექმნილია ხელოვნური საოკუპაციო ხაზი.

„არ არსებობს არც ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც ეს პოლიციელები აქ უნდა იდგნენ. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება, გადავაადგილდეთ ტერიტორიაზე შეზღუდვის გარეშე, თავისუფლად.  ამის მაგივრად აქ არის შექმნილი ხელოვნური საოკუპაციო ხაზი და არ გვიშვებენ“, – აცხადებს ანა დოლიძე.