გურამ დოჩანაშვილს, ანდერძის შესაბამისად, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

პუბლიკა

გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოჯახმა მიიღო.

როგორც მერიის პრესსამსახურში ამბობენ, მათ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს შესთავაზეს, რომ მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ. თუმცა ოჯახმა, მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე, მისივე შვილის გვერდით დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.


გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.