გურამ მაჭარაშვილი „ოცნებას“ ტოვებს და პარტიიდან წასულ სამ დეპუტატს უერთდება

პუბლიკა

მმართველ პარტიას კიდევ ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილი ტოვებს. დეპუტატი აცხადებს, რომ პარტიიდან წასულ სამ დეპუტატს უერთდება.

ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ „საზოგადოებისთვის სიმართლის თქმის პოლიტიკა ამართლებს“ და მასაც სურს, უფრო მეტი თქვას მიმდინარე პროცესებზე.

პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს.