თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად ათამდე ავტომანქანა დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა.
რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, უცნობია. ადგილზე მუშაობს შესაბამისი სამსახური. მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
„პუბლიკას“ სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ ავტობუსის მძღოლი გადაყვანილია კლინიკაში. მათ განცხადებით, არ აქვთ სხვა ინფორმაცია და დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.