გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად ათამდე ავტომანქანა დაზიანდა

პუბლიკა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად ათამდე ავტომანქანა დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, უცნობია. ადგილზე მუშაობს შესაბამისი სამსახური. მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

„პუბლიკას“ სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ ავტობუსის მძღოლი გადაყვანილია კლინიკაში. მათ განცხადებით, არ აქვთ სხვა ინფორმაცია და დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.