გურიაში ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაბა ურეკში მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1998 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ, მოწმის სახით გამოკითხვისას, ცრუ ჩვენება მისცა მძიმე დანაშაულზე „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის საქმეზე. გ.თ-ს ჩვენება სრულად განსხვავდებოდა მისი წინა ჩვენებებისგან“, – აცხადებს უწყება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.