გურუსავით არის გიგაური, ყველა მას უკრავს კვერს. სადაა კლანი - სასამართლოში თუ NGO-სექტორში - გვრიტიშვილი

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ კლანური პრინციპით თავად NGO-სექტორია ფორმირებული.

„ჩემთვის არასამთავრობო სექტორი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით, სად არის კლანი, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, რომ მტკიცებულებებით ამხელს ყველას, ვისაც ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის განეიტრალება და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანა სურს.

„…მოხდება ყველა იმ სუბიექტის გამოაშკარავება, ვინც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშგარე დატოვებას და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანას იმ კუთხით, რომ არაჯანსაღ კომუნიკაციას ამყარებს ცალკეულ მოსამართლეებთან“,- განაცხადა გვრიტიშვილმა და დასძინა, რომ: „ჩათვალეთ, რომ სასამართლო ხელისუფლება თავდაცვითი რეჟიმიდან  გადადის თავდასხმის რეჟიმზე”.


ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული.

LB loan image desktop LB loan image mobile