გუშინ მოხდა უმძიმესი ტრაგედია. ყველა მოძალადემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი - დარახველიძე

პუბლიკა

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ”, – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას. ახალგაზრდა ქალი მეუღლემ სამუშაო ადგილზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ეს შემთხვევა და ზოგადად, ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, კანონის წინაშე უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა.

გუშინ, თერჯოლაში, სუპერმარკეტში ქმარმა ცოლი მოკლა.

მან ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კაცმა კი დაზიანებები მიიღო. იგი დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.

LB loan image desktop LB loan image mobile