გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა, ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებით - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

საელჩოს წარმომადგენლები ვიდეომიმართვისას აღნიშნავენ, რომ აშშ გააგრძელებს მშვიდობისთვის მუშაობას და იდგება საქართველოს გვერდით.

„გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი. გვახსოვს დღევანდელი დღე. გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა. არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს. არ დავივიწყებთ მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.