გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელი სამი მსხვილი კომპანიის – „კულა“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „კასპის საკონსერვო ქარხანა“ – ხელმძღვანელებს შეხვდა.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში არის ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგიც და გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება.
„სამომხმარებლო ბაზარზე საკონსერვო პროდუქციის ძირითადი ნაწილი ქართული წარმოებისაა. კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მარაგების საკითხი განვიხილეთ. ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. კომპანიის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ერთი წლის მარაგები აქვთ და გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაშიც დეფიციტი არ შეიქმნება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.