გვაქვს დადებითი დინამიკა – რატიანი შატილში ავარიის შედეგად დაშავებულ პაციენტებზე

პუბლიკა

შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ისაუბრა.

„პაციენტების ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა, კლინიკურ-ლაბორატორიული მდგომარეობის მხრივ, ვინაიდან ჰერმოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. სამივე მათგანთან, ჩვენ და მათ საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანას რეფლექსი და გუგის რეფლექსი, რაც იმას ნიშავს, რომ, ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, ეს არის დადებითი დინამიკა. სამივე მათგანთან ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ამ ეტაპამდე ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით პაციენტებთან უარყოფითი დინამიკა ბოლო რამდნეიმე საათია არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, რომ სამივე გადარჩება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა 17 ადამიანი, 3 კი დაშავდა.