გვაქვს სრული სურათი, როგორ დააზარალა პანდემიამ ღამის კლუბები - კალაძე

პუბლიკა

ქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მერიამ ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა და კლუბებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ. ღამის კლუბებზე შეკითხვას კალაძემ  ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული პრეზენტაციის შემდეგ უპასუხა.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, გავაკეთეთ ონლაინ გამოკითხვა და გვაქვს სრული სურათი პრობლემებთან დაკავშირებით. ვიცით, თუ რა პრობლემები აქვს კლუბებს, თუ როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ზოგადად ამ მიმართულებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.