„გველოდეთ" - Anonymous „ოცნებას" და პოლიციას აფრთხილებს

პუბლიკა

ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და მის ძალადობრივ დარბევას ეხმაურება – X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მოძრაობა „ქართულ ოცნებას” მიმართავს და აფრთხილებს, რომ საქართველო არ არის რუსეთი და არასდროს იქნება.

„საქართველოში აქციის მონაწილეებს: არ ხართ მარტო – Anonymous-ის წევრები თქვენს გვერდით დგანან და დაგეხმარებიან იბრძოლოთ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის.

საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს თქვენი სამთავრობო უწყებების შესახებ ინფორმაციების გავრცელებას. ჩვენ დავიკავებთ თქვენს ყველა საინფორმაციო ბაზას და მეილებს და გავავრცელებთ მათ ინტერნეტში. ეს არის თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილება.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „ოცნების” პარტიას, დაიმახსოვრეთ; საქართველო არ არის რუსეთი და არასდროს იქნება. გველოდეთ”.