ბოლო პერიოდში, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებლებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მანამდე გაგრძელდება, სანამ არ ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასების ზრდაზე.
„ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოსცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მას. საშუალოვადიან პერიოდში კი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება”, – ამბობს გვენეტაძე.
ფასები გაიზარდა სურსათზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე – საქსტატი ოქტომბრის ინფლაციაზე