გვარამია: ვფიქრობ, „ვივა-მედიდან“ მიშას გაყვანის აუცილებლობას სტრასბურგის სასამართლო დაადგენს

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სავარაუდოდ, „ვივა-მედიდან“ მიშას გაყვანის აუცილებლობას სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ სტრასბურგი, სააკაშვილის ქვეყნის გარეთ გაყვანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

„P.S – სააკაშვილზე და სტრასბურგზე ვიტყვი 2 სიტყვას: სტრასბურგის სასამართლოს პროგნოზირება უმადური საქმეა. ვიტყვი იმას, რომ ალბათობაც ყველაზე მაღალი მგონია. ვფიქრობ, ვივა-მედიდან მიშას გაყვანის აუცილებლობას სასამართლო დაადგენს. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გამიხარდება, თუ ვცდები“, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა.

11 აპრილს, ადვოკატებმა, სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმართეს.