საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ გიორგიწმინდასთან საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე მიწის მასა ჩამოვიდა, რის გამოც შეზღუდულია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა), ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები“, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.