გზის რომელ მონაკვეთებზეა შეზღუდული ავტომობილების მოძრაობა

პუბლიკა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი გარემოს ეროვნული სააგენტოზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე უამინდობის გამო გადაადგილება შეზღუდული ან აკრძალულია.

ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,  თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ასევე გვატყობინებს, რომ ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 28 – კმ 158 (ნატახტარი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა აკრძალულია ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 1-კმ 36.5 მონაკვეთზე, ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ცუდი მხედველობა)  გამო. აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური (ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონემ აიწია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე,  ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აიკრძალა ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ65–კმ98 მონაკვეთზეც. აკრძალვა შეეხებათ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ შემთხვევაშიც  თავისუფალია.

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 171-კმ 186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სააგენტოს განცხადებით, დაბალი ხილვადობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრავონ ზამთრის საბურავებით.