ჰაიტის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 304 ადამიანი დაიღუპა - Reuters

პუბლიკა

სულ მცირე 304 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც გუშინ, ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მათივე ცნობით, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა.

ეპიცენტრი დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 150 კმ-ში, 10 კმ-ის სიღრმეზე იყო. ამის შესახებ ცნობებს Reuters შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იმის მიუხედავად რომ ბიძგებს ნგრევა მოჰყვა და გარდაიცვალა ასობით ადამიანი, ეს მიწისძვრას არ ყოფილა ისეთი დამანგრეველი, როგორიც 2010 წელს მომხდარი 7-ბალიანი მიწისძვრა, რა დროსაც გარდაიცვალა 220 ათას ადამიანზე მეტი და დედაქალაქის დიდი ნაწილი ფაქტობრივად განადგურდა.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰაიტიზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრით დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სოლიდარობას უცხადებს ჰაიტის ხალხს და მათ გამძლეობას უსურვებს.