ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

ჰაიტიზე დღეს 7.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია, მათ შორის The New York Times ავრცელებს. გამოცემა ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ამბობს, რომ მიწისძვრა ჰაიტის დასავლეთით მოხდა.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნო იამაიკის მოსახლეობამაც.

ეპიცენტრი დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 150 კმ-ში, 10 კმ-ის სიღრმეზე იყო. The New York Times-ის ცნობითვე, ამ ეტაპისთვის არ ვრცელდება დაზუსტებული ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ.

ჰაიტიზე 2010 წელს მომხდარი 7-ბალიან დამანგრეველი მიწისძვრის გამო 220 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დედაქალაქის დიდი ნაწილი კი მიწისძვრის შედეგად დაინგრა.