ჰარცელი მიესალმება ომბუდსმენის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად შექმნილ ექსპრტთა ჯგუფს - საელჩო

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღეს სახალხო დამცველს შეხვდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განხცადებაში აღნიშნულია, რომ კარლ ჰარცელი მიესალმება სახალხო დამცველის და მისი გუნდის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად შექმნილ დამატებით სამედიცინო ექსპერტიზას.

„ელჩი მიესალმა სახალხო დამცველის და მისი გუნდის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად შექმნილ დამატებით სამედიცინო ექსპერტიზას, რადგან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობა სწორედ სახალხო დამცველისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უმნიშვნელოვანესი მანდატის ნაწილია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

16 ნოემბერს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.