ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამაზე პირველ ლექციას ღარიბაშვილი წაიკითხავს - ჩხენკელი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს უსმენენ.

მან თავისი გამოსვლის დასასრულს ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდება და პირველ ლექციას ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.

„ჩემი გამოსვლა მსურს დავასრულო ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბით,  2022 წლის თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. ქართველოლოგიის პროგრამა ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს ისტორიის კულტურის ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებასა და მეცნიერებში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოოგიის პროგრამაზე პირველ ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს. ქართველოლოგიის პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს. ის 40 წელზე მეტია, მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.