Reuters-ის ცნობით, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგში. ეს ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა იქნება კონტინენტური ჩინეთის გარეთ.
ეპიდაფეთქების შემდეგ დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების 427 შემთხვევა აღინიშნა, მათგან 425 – კონტინენტური ჩინეთის შიგნით.
ჰონგ-კონგი, სადაც 7-მილიონი მოსახლე ცხოვრობს, ჩინეთის ნაწილია, თუმცა ამ დრომდე ძლიერ ავტონომიად რჩება. მისი საზღვრები ისევე მოქმედებს, როგორც ნებისმიერი საერთაშორისო სასაზღვრო პუნქტი.
3 თებერვალს ჰონგ-კონგში საავადმყოფოს თანამშრომლები გაიფიცნენ, ჩინეთთან საზღვრების სრული ჩაკეტვის მოთხოვნით. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთთან საზღვრის მთლიანად ჩაკეტვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა. ჰონგ-კონგში ამ დრომდე ვირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.