აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

პუბლიკა

კანცელარიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

„ახლა ყველა ერთად ინგოროყვას ქუჩით გავემართოთ პარლამენტისკენ. იქ, სადაც მთავარი ბოროტება ზის, იქ, სადაც ერთპარტიული პარლამენტია, იქ, სადაც რუსეთია, იქ, სადაც მოსკოვია, მაგრამ აქ თბილისია, თბილისის ცენტრია და მას ვერავინ ვერასდროს ვერავინ გაარუსებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

აქცია კანცელარიასთან 3 საათზე დაიწყო. აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დაანონსდა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.