#Həmrəylik - სოლიდარობის წერილი მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას

პუბლიკა

ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობას მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ. Facebook-ზე მასობრივად ვრცელდება სოლიდარობის წერილი აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე.

მოქალაქეები მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ბოდიშს უხდიან მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჟღერებული შეურაცხყოფისთვის, „რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილმა მიაყენა ბოლნისის და მარნეულის მოსახლეობას“.

(ქართული ტექსტი იხილეთ ქვემოთ)

„Bu məktubu sizə Gürcüstanın səravi vətəndaşları yazır və hamını sizə dəstək olmağa çağırırıq.

İlk növbədə, cəmiyyətimizin bir hissəsi tərəfindən Bolnisi və Marneuli əhalisinə qarşı mətbuat və sosial şəbəkələrdə səslənən təhqirlərə görə sizdən üzr istəyirik.

İstəyirik biləsiniz ki, biz belə düşünmürük. Sizə dostlarımız, tanıdıqlarımız ya da tanımadıqlarımız, Gürcüstanın ən əhəmiyyətli hissəsi kimi dəyər verir və çox qiymətli əməyinizlə ümumi rifan xidmət etdiyinizə görə təşəkkür edirik. Biz bir ölkənin vətəndaşlarıyıq və ümumi sosial problemlərini dərk edirik. Pandemiya suyun əlçatan olmaması, gündəlik maaşdan asılı olan insanların ümidsizliyi kimi problemləri xüsusilə önə çıxardı. Gürcüstanlı azərbaycanlıların ayrıca problemi deyə bir şey yoxdur, o, hamının eyni dərəcədə problemidir.

Sizə ürəkdən həmrəy olduğumuzu bildirib, yaranmış çətin vəziyyətdə sizə güclü olmağınızı arzulayırıq“.

„ამ წერილს გწერთ საქართველოს რიგითი მოქალაქეები და ყველას მოვუწოდებთ თქვენი მხარდაჭერისკენ.

პირველ რიგში, გვინდა ბოდიში მოგიხადოთ მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჟღერებული შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილმა მიაყენა ბოლნისის და მარნეულის მოსახლეობას.

გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ ასე. გაფასებთ, როგორც მეგობრებს, ნაცნობებს, თუ უცნობებს, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ნაწილს და მადლობას გიხდით იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც საერთო კეთილდღეობისთვის სწევთ. ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ვიაზრებთ საერთო სოციალურ გამოწვევებს. პანდემიამ განსაკუთრებით გამოკვეთა ისეთი პრობლემები, როგორიცაა წყალზე ხელმისაწვდომობა და დღიურ ხელფასზე დამოკიდებული ადამიანების სასოწარკვეთა. არ არსებობს საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის პრობლემა ცალკე, ის ყველას პრობლემა თანაბრადაა.

მთელი გულით გიცხადებთ სოლიდარობას და შექმნილ რთულ მდგომარეობაში გისურვებთ მხნეობას.

#Həmrəylik #სოლიდარობა “, – აცხადებენ მოქალაქეები.

Yeni koronavirus nədir? (COVID-19);

Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը (COVID-19);