იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გუშინ არაფორმალურ გარემოში მამუკა მდინარაძეს შეხვდა

პუბლიკა

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ის გუშინ არაფორმალურ გარემოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს შეხვდა.

„მე გამოვთქვი სურვილი საჯაროდ, ტელევიზით გუშინ, რომ მზად ვიყავი არაფორმალურად შევხვედროდი ბატონ მდინარაძეს და მისთვის პირადად ამეხსნა ჩემი დამოკიდებულება და მიმესმინა მისი პოზიცია. მალევე შევხვდით, რამდენიმე საათში ამ განცხადებიდან. არ აქვს მნიშვნელობა სად, როდის და ვისთან, ფაქტს ვადასტურებ.

მათი პოზციაა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ოპოზოციამ ამის დამტკიცცება ვერ შეძლო, მაგრამ მთავარი პრობლემა, რომელიც მე დავინახე ამ საუბრის დროს იყო ის, რომ მათ გულწრფელად არ სჯერათ რომ ოპოზიციას რამე ფორმით უნდა შესვლა პარლამენტში და ფიქრობენ რომ ისინი არიან აყოლილი „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაცნაირად, იმიტომ რომ მათი არგუმენტი, რომელზე საფიქრელადაც მე პირადად დრო ავიღე, იყო ის რომ თქვენ რომ შესთავაზეთ ოპოზიციას მაგაზე უკეთესი რა უნდა შეგვეთავაზებინა ჩვენ იმ ხალხისთვის, ვისაც მართლა უნდა შესვლა პარლამენტში.

მე მომეჩვენა, რომ ქართული ოცნება ბევრად უფრო ახლოს იყო ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობასთან და არ გამორიცხავდა რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვემუშავა…

…ჩემი მიზანია შევარიგო ქართული საზოგადოება, რომელიც ხელოვნურად პოლიტიკოსებმა დაყვეს ნაცებად და ქოცებად. მე მინდა ამ ხალხის შერიგება და ეს უნდა დამთავრდეს ოპოზიციის ერთიანად პარლამენტში შესვლით და შესაბამისი დათმობებით „ქართული ოცნებიდან“. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, “-ამბობს იაგო ხვიჩია.