იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულები ცნობილია

პუბლიკა

16 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულების დაჯილდოება.

ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ ლელა ცუცქირიძე, გიორგი ჭაუჭიძე, პაატა პაპავა, თამარ კვიჟინაძე და თამრი ფხაკაძე, გამოავლინა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები.

წელს პრემიის გამარჯვებულები არიან:

 საუკეთესო პოეტური წიგნი

გივი ჩიღვინაძე „მთების და ტყეების ამბები“, გამომცემლობა  „ცისიერი“;
საუკეთესო პროზაული წიგნი

ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი:

თეა თოფურია, სონია ელიაშვილი „წყალდიდობა ზოოპარკში“,  გამომცემლობა  Edition Orient;

პატარებისთვის, 7 – 12 წელი:

ვასილ გულეური „მიკო და რეი“,  გამომცემლობა  „ქართული“;

საუკეთესო დებიუტი

გიორგი მასხარაშვილი (ნილს სიმეონი)  „14 კრისტალის თეორია“,   სულაკაურის გამომცემლობა;

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი:

სონია ელიაშვილი „წყალდიდობა ზოოპარკში“,  გამომცემლობა Edition Orient.

პატარებისთვის 7 – 12 წელი:

ოლესია თავაძე, სულხან საბა ორბელიანის „ძალა ერთობაშია“,  გამომცემლობა „სეზანი“.

საუკეთესო საბავშვო დრამატურგია

ალექს ჩიღვინაძე „დათვი ტყეში ბრუნდება“;

საუკეთესო თარგმანი 

ციცო ხოცუაშვილი, ჯერომ კ. ჯერომი „სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით“, სულაკაურის გამომცემლობა;

ლიკა ჩაფიძე, ასტრიდ ლინდგრენი და სარა შვარტი „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საბავშვოსაყმაწვილო ინოვაციური პროექტი

მარიამ წიკლაური, ნინო ჩხიკვაძე – სატელევიზიო პროექტი  „კლუბი დო“;

საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის პრემია გადაეცა საბავშვო პოეტ მზია ჩხეტიანს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა.  პრემია ყოველწლიურია; მისი მიზანი საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების  გააქტიურება და წახალისებაა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2018 წელს გამოცემულ წიგნებს, პიესებს და ინოვაციურ საბავშვო პროექტებს.

სულ საკონკურსოდ შემოვიდა 54 წიგნი, 6 ინოვაციური პროექტი და 1 პიესა. მოკლე სია იხილეთ აქ.

ნომინაციაში  „საუკეთესო პროზაული წიგნი“ (ყმაწვილებისთვის, 13 +)  წელს პრემია არ გაიცა.