იაკობი ღირსების მარშზე - „რუსეთმა რაც ოკუპაცია გააკეთა, იმაზე უარეს დონეზე ავიყვან ამას"

პუბლიკა

„პირდაპირ გეტყვით, მე როგორც ვუყურებ ამას – რუსეთმა რაც ოკუპაცია გააკეთა, ხო? აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, იმაზე უარეს დონეზე ავიყვან ამას”, – ამბობს ბოდბის ეპისკოპოსი იაკობი.

„იმიტომ, რომ იმას მაინც დავიბრუნებთ და როდესაც ზნეობას, სულიერებას და ხალხის სხვადასხვა ტრადიციას ეხება, ხო? და ძალით რომ უნდათ, მოახვიონ ხალხს თავზე.

შეხედეთ ახლა, თვითონ ხომ არ გამოდიან, ელჩების გარემოცვით უნდათ, გააკეთონ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში არც უცხო ქვეყნებს არ ესაქმებათ. მასეთი ქვეყანა არ გვინდა ჩვენ, რომ სხვები გვმართავდნენ. თუ არ გვინდოდა, რომ მოსკოვს ვემართეთ, ახლაც არ გვინდა, რომ სხვა ვინმემ გვმართოს“, – განაცხადა იაკობმა.


დღეს, 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარშის გამართვაა დაგეგმილი. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილი. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.

„პუბლიკა” ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს.