იანვრიდან კერძო ობიექტებისთვის (არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის) ბუნებრივი გაზის ფასი იზრდება.
„თბილისი ენერჯის” განცხადებით, „მომწოდებლების მიერ შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო კომპანია იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს”.
შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან „თბილისი ენერჯის” არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.29 ლარი იქნება (1 ლარი და 29 თეთრი), ნაცვლად აქამდე არსებული 1.24 ლარისა (1 ლარი და 24 თეთრი), დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
„თბილისი ენერჯის” განცხადებით, ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ერთ კუბური მეტრი გაზის ფასი კვლავ 0.539708 ლარი იქნება.