იაპონიის პორტში გაჩერებულ 3 700 მგზავრიან კრუიზზე 10 მგზავრს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ჯანდაცვის ექსპერტები იუწყებიან, რომ მგზავრებს 2 კვირით მოუწევთ ადგილზე დარჩენა, ვინაიდან გამოკვლევების საფუძველზე შესაძლოა, უფრო მეტ მგზავრს აღმოაჩნდეს ვირუსი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters ავრცელებს.
ინფიცირებულ პაციენტთა კლინიკებში განთავსების პარალელურად კრუიზის მგზავრები კანარტინში მოათავსეს და მათ სპეციალური სკრინინგი უტარდებათ. კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ 14-დღიან კრუიზში მყოფ მგზავრებს კიდევ ორი კვირა მოუწევთ გემზე ტოკიოსთან ახლოს, იოკოჰომას პორტში დარჩენა. 10 ინფიცირებული მგზავრიდან ჯერჯერობით არც ერთს არ აღმოაჩნდა მწვავე სიმპტომები.