ICJ-ის გადაწყვეტილებით, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო შეტევა რაფაჰში

პუბლიკა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (გაეროს სასამართლო) 13 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო შეტევა რაფაჰში. გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა უგანდისა და თავად ისრაელის წარმომადგენლებმა მისცეს.

ICJ-ის გადაწყვეტილების ტექსტში წერია:

„ისრაელის სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო შეტევა და ნებისმიერი სხვა ისეთი ქმედება რაფაჰის პროვინციაში, რომელმაც შეიძლება დარტყმა მიაყენოს პალესტინელებს, გამოიწვიოს მათი ფიზიკურად განადგურება ნაწილობრივ ან მთლიანად”.

სასამართლო ასევე უბრძანებს ისრაელს, გახსნას რაფაჰის დააკავშირებელი გზა ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის, რათა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარება.

ICJ-ის გადაწყვეტილებით, ისრაელმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ალყაში მოქცეულ ანკლავში შევიდნენ გამომძიებლები, პროგრესის შესახებ კი სასამართლოს ერთი თვის განმავლობაში მოახსენოს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბრძანება მისთვის სამხრეთ აფრიკის მიმართვიდან 1 კვირის თავზე გამოაცხადა. სამხრეთ აფრიკამ ICJ-ის გადაუდებელი ზომების მიღების მოთხოვნით მიმართა, ვინაიდან ისრაელს ღაზაში გენოციდში ადანაშაულებს.

სამხრეთ აფრიკის მოთხოვნა იყო, ისრაელს შეეწყვიტა რაფაჰში შეტევა და ჯარების გაეყვანა მთელი ღაზის სექტორიდან.