ილია II: ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ თხოვნები, წერილები და წიგნად გამოვცეთ

პუბლიკა

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ ილია II-მ ქადაგებისას ბავშვებს მოუწოდა, დაწერონ თხოვნები, წერილები, ლოცვები და მიმართონ როგორც მშობლებს, ასევე ღმერთს. ილია მეორის თქმით, მას გადაწყვეტილი აქვს, შეაგროვოს ეს თხოვნები და მერე წიგნად გამოიცეს.

„გუშინ დაიწერა მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენი. ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები.

რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულსა წმინდასა და გამომიგზავნეთ მე. გადაწყვეტილი მაქვს, რომ როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად”, – განაცხადა ილია მეორემ.