ილია II საპარლამენტო უმრავლესობას: თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას

პუბლიკა

„მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და  ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით“, – ასე მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებიც მას საპატრიარქოში ეწვივნენ.

ინფორმაციას მათი ვიზიტის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი,  კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, – მიმართა მის უწმინდესობას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

LB loan image desktop LB loan image mobile