ილიას უნივერსიტეტთან ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო გამართულ აქციაზე დაპირისპირება მოხდა

პუბლიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სოლიდარობის აქციას მართავდნენ. აქციის მსვლელობისას სტუდენტებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ფოტოებს უღებდნენ. მათ ლექტორმა, გიორგი მუმლაძემ, ფოტოსურათების გადაღების მიზეზზე ჰკითხა, რასაც მოჰყვა მცირე დაპირისპირება ლექტორსა და უცხო პირებს შორის.

ალიკა კუპრავას თქმით [აქციის მონაწილე  და ილიას უნივერსიტეტის ლექტორი], აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შეაგინა ბიძინა ივანიშვილს, რის შემდეგაც პოლიციამ მისი გაყვანა სცადა. აქციის მონაწილეებმა ლექტორის დაკავების შესაძლებლობა პოლიციას არ მისცეს.

ისინი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვასაც ცდილობენ, მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

საბოლოოდ, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ, სადაც საახალწლო ნაძვისძე უნდა დაიდგას.  მათ მოაჯირებს შავი ლენტები შეაბეს.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო სცადა, გუშინ გარდაიცვალა.

ლუკა სირაძის გამოკითხვის დროს პოლიციელების მხრიდან მასზე ზეწოლაზე მოზარდის დედა საუბრობს, მისი თქმით, მოზარდზე პოლიციელების მხრიდან ძალადობა ინტენსიური იყო. გამოკითხვის დროს ის რამდენიმე წუთით გაიყვანა პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დედისგან განცალკევებით, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა. ლუკა სირაძემ დედას უთხრა, რომ კაპეზეთი დაემუქრნენ.