იმ ამომრჩეველთა 12%, რომელმაც 2020 წელს „ოცნებას“ მისცა ხმა, წელს გახარიას პარტიას უჭერს მხარს - Edison Research

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მათი 12%, ვინც ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, თვითმმართველობის არჩევნებში მხარს გახარიას პარტიას უჭერს.

გასული წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 4% თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“, 2% „ლეიბორისტებს“, ასევე, 2% კი „ლელოს“ მისცემდა ხმას.

2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 74% კვლავ მმართველ გუნდს უჭერს მხარს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.