„იმათზეა დაწერილი, არა?!“ – ივანიშვილს ორუელის „984“ აჩუქეს

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სვოტ ანალიზის“ წამყვანმა ნიკა ლალიაშვილმა ჯორჯ ორუელის „1984“ აჩუქა.

„მე მიხსენებია, გახსოვთ? პირდაპირ იმათზეა [„ნაციონალურ მოძრაობაზე“] დაწერილი, არა?! საოცარია…  აი, გენიოსობა ორუელის არ გამოიხატება?! მწერალი როგორ საუკუნეებს უძლებს. აი, გეგონება, რომ გუშინ ქართველმა მწერალმა ნაცებზე დაწერა“, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა წიგნის ჩუქების შემდეგ.