„ქართული ოცნების“ დეპუტატმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განათლების კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ჰკითხა, თუ რატომ არ იცის ხალხმა იმის შესახებ, თუ რამდენი რამ გაუკეთებია განათლების სამინისტროს.
„პირველ რიგში, ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამდენი ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზედაც მაქვს – რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ, რაღაცა კულტურა დავნერგოთ, რომ ყოველი თვის ბოლოს იქნება, თუ კვარტალის ბოლოს, მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ის ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო და არა მარტო ეს სამინისტრო. რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ ძალიან ცუდია, ბევრი რამ მეც პირველად გავიგე“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.