„მე რაღაც იმედი გამიჩინა ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ“, – ასე შეაფასა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე გაჟღერებული განცხადებები. ს
„მკაფიოდ არ იყო ნათქვამი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, მაგრამ აქეთკენ მივდივართ, როგორც ჩანს. მე გამიჩინა რაღაც იმედი ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ. იმიტომ რომ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უნდა იყოს პროცესი საჯარო, გამჭვირვალე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირის არაფრთხილი გამოთქმა იწვევს შემდეგ ღელვას საზოგადოებაში და რომ შეიძლება ეს ავიცილოთ რაღაცნაირად თავიდან და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ფოკუსში უნდა იყოს მთლიანად ადამიანის ჯანმრთელობა. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა“, – თქვა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი არის განსაკუთრებული პატიმარი. ზურაბიშვილის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი არ არის რიგითი პატიმარი, ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადავიდნენ სამოქალაქო სივრცეში, მისი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ვერ მიეცემა მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში რთულად განსახორციელებელი იქნება.
მისი თქმით, პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება. მისი თქმით, სააკაშვილის შესახებ კადრების გავრცელება ღირსების შემლახავი იყო.