საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, იმედოვნებს, რომ არჩევნებზე ბევრი ადამიანი მივა და კოვიდისიტუაციის გათვალისწინებით ხმის უსაფრთხოდ მიცემის საშუალება ექნება.
ჰარცელის თქმით, რომელიც ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, დღეს სასიამოვნო ამინდია და იმედი აქვს, არჩევნებიც მის მსგავსად ჩაივლის.
„მე, როგორც ბევრი, დღის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებ, რათა ვიხილო, თუ როგორ ჩაივლის ყველაფერი. ეს არის მომენტი, რომელიც ყველა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია – ამომრჩევლები არჩევნებზე მიდიან, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ, თუ ვინ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
საარჩევნო უბანზე შესვლა საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს მნიშვნელოვანი მომენტია. როცა აქ მოვდიოდი, დღევანდელი ამინდის შემყურეს იმედი მქონდა, რომ არჩევნების დღეც იმავე მაგალითს მიჰყვება, რომელიც მსუბუქი და სასიამოვნოა – არც მეტისმეტად ცხელი და არც მეტისმეტად ცივი.
მიხარია, რომ აქ ვარ, ეს არაჩვეულებრივი მომენტია და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმის ნახვითაც, თუ რამდენი ადამიანია უკვე ხმის მისაცემად მოსული ამ საარჩევნო უბანზე. დღის განმავლობაში სხვა საარჩევნო უბნებსაც ვეწვევი, მექნება შეხვედრები მნიშვნელოვან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ისევე, როგორც ცესკოსთან და ეუთო/ODIHR-თან.
ასე რომ, საინტერესო იქნება, იმედიანად ვართ, რომ იქნება შესაძლებლობა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და საკუთარი არჩევნები უსაფრთხოდ დააფიქსიროს, ყველანაირი რისკის გარეშე, – კოვიდ სიტუაციას ვგულისხმობ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.